“თუ ღამით მოსკოვის თავზე გადაიფრენთ,დაინახავთ,რომ ქალაქს ფორმას გზების კონცენტრული წრეების წყება აძლევს,ამ უკანასკნელის შუაგულში კი კრემლის პატარა წრეა. მეოცე საუკუნის ბოლოს წრეები მქრქალად, მღვრიე ყვითლად კიაფობდა. მოსკოვი ევროპის განაპირას მდებარე სევდიანი სატელიტი იყო საბჭოთა იმპერიისა,რომლის მინავლული ნაკვერჩხლები ოდნავღა ბჟუტავდა. შემდეგ ოცდამეერთე საუკუნეში,რაღაც მოხდა”